გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ჭედიას, კაჭარავას, ლაზოს, გაგრის, სალხინოს, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კობერიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხიზამბარელის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ზღვისუბნის დასახლების IV და X კვარტლების, გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ვახტანგ მახალდიანის, რკინიგზის, ეროსი მანჯგალაძის, რევაზ ურიდიას, ზედამზის, ლაითურის, გორდის, თოდრიას, ბუგეულის, ზღვისუბნის, შატილის, ურეკის, რამაზ ჩხიკვაძის, ანაპის 414 დევიზიის, საჩხერის და ცოდნისკარის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისის, ნუცუბიძის, იოსელიანის, ახალშენის, ნასიძის, ბალანჩივაძის, ბზვანელის და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, თაყაიშვილის, კეკელიძის, ბარნოვის, ჯანაშვილის, ნაფარეულის, ქუთათელაძის, შროშის, ქობულეთის, ერისთავის და შატბერაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის და სამგორის რაიონებში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გარიელ სალოსის გამზირის, ნავთლუღის დასახლების, ჩოლოყაშვილის I კვარტლის, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის II კვარტლის, საექიმოს, ჯავადის, დოდაშვილის, ლობჟანიძის, შუამთის, ბაჟანის, მეგობრობის, მანავის, ჰოლბრუკის, ლერწმის, მეველეს, აფშინაშვილის, ჯავახეთის, ნადარეიშივილის, აბრამიშვილის, ლაისტის, გრიგოლ ლორთქიფანიძის და აბუსელიძე-ტბელის ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა