სუს-ის ინფორმაციით,  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს 5 მოქალაქეს ხვალ გაათავისუფლებენ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებულ ხუთ პირს ხვალ გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული 5 პირის ე.წ. სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა. ასევე ცხელი ხაზის ინფორმაციით, დაკავებულების გათავისუფლება, ხვალ მოხდება.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს“, -აცხადებენ სუს-ში.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ რა დროსაც ისინი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა