სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს დღეს გაათავისუფლებენ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებულ ხუთ პირს დღეს გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული 5 პირის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა. ასევე ცხელი ხაზის ინფორმაციით, დაკავებულების გათავისუფლება, დღეს მოხდება.

ამავე ინფორმაციით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული წარმოადგენს თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვას, რაც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემოს“, -აცხადებენ სუს-ში.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც ისინი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: სუს-ის ინფორმაციით, თრუსოს ხეობაში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს 30 აგვისტოს გაათავისუფლებენ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო