ირაკლი კობახიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ თავისი წილი დანაშაული იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ გვახსოვს 2008 წელს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ თავისი წილი დანაშაული იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ გვახსოვს 2008 წელს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „2008 წლის ომი ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს“.

„ჩვენ გვახსოვს არაერთი განცხადება, მაშინდელი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად შეეფუთათ საკუთარი წილი დანაშაული იმ მოვლენებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. ალბათ, ეს განცხადებაც იყო ამის ერთ-ერთი გამოძახილი. მათ აქვთ თავისი წილი დანაშაული იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ გვახსოვს 2008 წელს და შესაბამისად, ასე უნდა შეფასდეს, ბუნებრივია, მათი წვლილი და როლი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა