დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხჩოში ელექტროენერგიის გაყვანა დასრულდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დიხჩოში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სოფელი დიხჩო დუშეთის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებს მიეკუთვნება, სადაც საერთოდ არ ჰქონიათ ელექტროენერგია და სამანქანე გზა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად, სოფელ დიხჩოში დასრულდა ელექტროენერგიის გაყვანა. ამჟამად აბონენტად ექვსი მცხოვრებელია დაფიქსირებული.

გაიჭრა სოფელში მისასვლელი სამანქანე გზა, რაც მოსახლეობისთვის მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. დაიდგა „მაგთიკომის“ საკომუნიკაციო ანძა.

„მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებული ინიციატივის მადლიერია და იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა აუცილებლად იქნება რეალიზებული“, – აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ფშავ-ხევსურეთსა და გუდამაყრის ხეობის ინტერნეტიზაცია, მაღალმთიან სოფლებში პარამედიკოსების პროგრამა განხორციელდება, ხოლო 100-ზე მეტი უშუქო სოფელი ელექტროენერგიას მიიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო