„საპარტნიორო ფონდსა“ და თსუ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ სტაჟირების შემდეგ თსუ-ს სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

„საპარტნიორო ფონდსა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის თხუთმეტმა სტუდენტმა სტაჟირება „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში არსებულ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ გაიარა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ ტურიზმის სფეროში სასტუმროს სერვისის მიმართულებით სტაჟირების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შესაბამი სერტიფიკატები მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია თსუ-ს სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის თეორიულ განათლებას აძლევს, „საპარტნიორო ფონდი“ კი მათ პრაქტიკული ცოდნის გაღრმავების საშუალებას მისცემს.

„საპარტნიორო ფონდმა“ თსუ-ს სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების შანსი მისცა. ასევე, ოპერატიულად და ეფექტიანად განახორციელა უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმით შეთანხმებული პირობა. ფონდის ინიციატივა თსუ-ს ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანია. სტუდენტებმა უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის ამაღლება და პრაქტიკაში გამოყენება შეძლეს“, - განაცხადა თსუ-ს ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ.

„საპარტნიორო ფონდის“ მიზანია მომავალში ტურიზმის ინდუსტრიაში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდნენ სპეციალისტები, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდილება ექნებათ მიღებული, რაც ამ სექტორში სერვისის მაღალ ხარისხს უზრუნველჰყოფს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტაჟირება სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ 13-დან 27 აგვისტოს ჩათვლით გაიარეს. ეს არის მათთვის ახალი შესაძლებლობა და შანსი ამ სფეროში დასაქმების გარანტიისთვის“, - განაცხადა სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, შალვა ალავერდაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საპარტნიორო ფონდს“ შორის მემორანდუმს ხელი მიმდინარე წლის 5 ივლისს მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილ კომპანიებში საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ პრაქტიკას გაივლიან.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა