გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს შეხვდნენ

გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მონაწილეებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრენსიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით მიმდინარე "ზაფხულის სკოლა - ქმედება იწყება" პროექტის მონაწილეებს ბაკურიანში შეხვდნენ. საზაფხულო სკოლის პროექტი "ევროპულ -ქართულმა ინსტიტუტმა" განახორციელა და მასში მონაწილეობა "ინიციატივის" ქსელის 70-მდე აქტიურმა ახალგაზრდამ მიიღო.

გიორგი აბაშიშვილმა და დავით რაქვიაშვილმა ახალგაზრდებთან საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებზე, ქვეყნის გამოწვევებსა და თავდაცვაზე, ახალგაზრდული ქსელის გაძლიერებასა და მათი აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

"საზაფხულო სკოლის" მონაწილეებს პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ვორქშოფები ჩაუტარდათ. მონაწილეები სხვადასხვა წარმატებული ორგანიზაციის სტრუქტურებსა გაეცნენ და მათ მაგალითზე ქსელის გამართული სტრუქტურა შექმნეს, რომელზეც მუშაობას სექტემბრიდან გააგრძელებენ.

გიორგი აბაშიშვილი და დავით რაქვიაშვილი ასევე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟითა და ევროსაბჭოს კონგრესის ეგიდით ადგილობრივ ლიდერთა პროგრამის მონაწილეებს, რომელიც საქართველოს 14 რაიონში განხორციელდა. შეხვედრისას პროექტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან გაემართათ დისკუსია მათთვის საინტერესო თემებზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მიმართულებით ახალგაზრდობის ჩართულობის მნიშვნელობას შეეხებოდა.

სკოლის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ვორქშოფები, რომლის მიზანიც იყო მონაწილეებისთვის გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების, კრეატიული აზროვნების უნარი გამოემუშავებინათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო