მინსკი საქართველოს კულტურის დღეებს უმასპინძლებს

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის აღსანიშნავად, 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, ბელარუსის დედაქალაქი მინსკი საქართველოს კულტურის დღეებს უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროდან აცნობეს, კულტურის დღეების ფარგლებში, მოეწყობა ქართული ფილმების ჩვენება, გამოიფინება ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები, გაიმართება „თბილისობის“ ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ჯგუფები, წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო და სამზარეულო, ჩატარდება ქართული ცეკვისა და სამზარეულოს მასტერკლასები, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გაიმართება საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის" კონცერტი.

მინსკში საქართველოს კულტურის დღეების ორგანიზატორი ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს