ნაძალადევის რაიონში საბავშვო გასართობი მოედნების მოწყობა მიმდინარეობს

მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონს ხუთი ახალი საბავშვო გასართობი მოედანი შეემატება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, ზღვის უბნის მე-4 კვარტალში, N7 კორპუსის წინ კაუჩუკის მოედანი მოეწყო და ხის ატრაქციონები დამონტაჟდა.

აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, თამარ ტალიაშვილთან ერთად დაათვალიერა.

„ყველა ატრაქციონი ხის მასალისგან არის დამზადებული. გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, კონსტრუქციაც გამძლე და მყარია. რამდენიმე ატრაქციონის გამოყენება სპეციალური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შეუძლიათ. ვცდილობთ ჩვენი პატარებისთვის მეტი გასართობი სივრცე მოვაწყოთ. სამწუხაროდ, სკვერებში და ასეთ მოედნებზე ინფრასტრუქტურის დაზიანების ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. კარგი იქნება, თუ მოსახლეობაც უფრო მეტად გაუფრთხილდება გასართობ-დასასვენებელ სივრცეებს,“ - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ცნობისთვის, ზღვის უბანში დასრულებული პროექტის გარდა, ატრაქციონების მონტაჟი კიდევ ორ მისამართზე მიმდინარეობს: ბენდელიანის ქ. N12 და ჭყონდიდელის ქ. N20ა. ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ორი ახალი საბავშვო მოედნის მოწყობა დაიწყება.

ხუთივე მისამართზე შესრულებული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 85 410 ლარი გამოიყოფა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა