1-ელ სექტემბერს სახალხო დღესასწაული „შატილობა“ გაიმართება

“მე ერთი ქვა ვარ, შატილის კოშკის” - აღნიშნული დევიზით მიმდინარე წლის 1-ელ სექტემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “შატილობა” გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დუშეთშის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროდან აცნობეს, დღესასწაულს სოფელი შატილი და სოფელი მუცო რეაბილიტირებული მუცოს კომპლექსითა და აღდგენილი შატილის კოშკით ხვდებიან, რომლის სამუშაოები დასკვნით ფაზაშია შესული.

„სახალხო დღესასწაულის მიზანია პირიქითა ხევსურეთის ჩართულობის გაზრდა საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში, რაც დაკავშირებულია ადგილზე არსებული პრობლემების მოგვარებასთან და საკომუნიკაციო არხების გაუმჯობესებასთან საქართველოს დანარჩენ ნაწილთან.

დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები: ლუდის კოდის დალოცვა (რიტუალის შესრულება ), დოღი, ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება, ცეცხლოვანი შოუ შატილის კოშკებზე, კონცერტი ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და ახალგაზრდა ხევსური პოეტების მონაწილეობით.

დღის ბოლოს გაიმართება გალა-კონცერტი ჯგუფი „რეგიონისა“ და „ჩვენებურების“ მონაწილეობით“, - აცხადებენ ქუცნაშვილის ბიუროში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა