გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ელენე გიორგაძე
XXI საუკუნის ეპიდემიად წოდებული დაავადებაა, რომელიც ძალიან მარტივი სამართავი იქნებოდა, მხოლოდ მიღებული და გაცემული ენერგიის დისბალანსი რომ ყოფილიყო. მას საფუძვლად უდევს გენეტიკური, გარემო, სოციო-ეკონომიკური და კვებითი ფაქტორები. ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც სიმსუქნის პათოგენეზში და პროგრესირებაში აქტიურად გამოყოფენ ნაწლავის მიკროფლორას1.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის მიკროფლორა შედგება 500-დან 1000-მდე სხვადასხვა ბაქტერიული სახეობისგან და შეადგენს 1014 მიკროორგანიზმს, რაც დაახლოებით ათჯერ აღემატება ადამიანის უჯრედების რაოდენობას2. ინდივიდუალური ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბება დამოკიდებულია დაბადების გზაზე (ფიზიოლოგიური მშობიარობა თუ საკეისრო კვეთა), გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე, ასაკზე, კვებაზე, ფიზიკურ აქტივობაზე, გარემო ფაქტორებზე, სტრესზე, ინფექციებზე, სხვა დაავადებებსა და ანტიბიოტიკების გამოყენებაზე. ამას გარდა, დადასტურებულია, რომ ტვინის ფუნქციას და ფსიქოლოგიას გარკვეული კავშირი აქვს კუჭ-ნაწლავის ფუნქციონირებასთან და პირიქით3.
არსებობს რამდენიმე ერთმანეთზე დამოკიდებული გზა, რითიც ნაწლავური მიკროფლორა მოქმედებს სიმსუქნეზე და წონის მატებაზე. ესენია: საკვები ელემენტებიდან ენერგიის გამოთავისუფლება, მოუნელებელი ნახშირწყლებისგან ისეთი სპეციფიური მეტაბოლიტების სინთეზი, როგორიცაა მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები, მასპინძელი ორგანიზმის ქცევის ცვლილება, ტვინის გავლით სიმაძღრის გრძნობის ჩამოყალიბება და ასე შემდეგ1.
დღეისთვის სიმსუქნის სამკურნალოდ მოწოდებულია ცხოვრების სტილის დამკვიდრება, რაც გულისხმობს სწორ, ბალანსირებულ, რეჟიმულ კვებას, ფიზიკური დატვირთვის გაზრდას და ქცევის ცვლილებას. სამწუხაროდ, ცხოვრების სტილის ცვლილება უმეტესი პაციენტისთვის დროებითია და ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ ნარჩუნდება. ფარმაკოთერაპია და მეტაბოლური ქირურგია, გამოიყენება ხანგრძლივი დროით წონის დასაკლებად და შესანარჩუნებლად, თუმცა ორივე მათგანს აქვს განსაზღვრული ჩვენება, ნაკლი და გვერდითი მოვლენები. სიმსუქნის მქონე პირების მიკროფლორაზე სასარგებლო მიკრო-ორგანიზმებით ან პრობიოტიკებით მოქმედება დადებით გავლენას ახდენს წონის დაქვეითებაზე. შესაბამისად, სიმსუქნისა და ჭარბი წონის მკურნალობის და პრევენციის ალტერნატიულ, დამხმარე მეთოდს წარმოადგენს პრობიოტიკებით მკურნალობა4.
პრობიოტიკი არის არაპათოგენური ცოცხალი ორგანიზმი, რომლის ადექვატური დოზით მიღება გამოხატულ სარგებელს უქმნის მასპინძელ ორგანიზმს.
პრობიოტიკებს, აქვთ უნარი აღადგინონ ნაწლავის განვლადობა ლორწოვანის ფუნქციის გაუმჯობესების გზით და გაზარდონ ნაწლავის მოტორიკა. დღეისათვის,
პრობიოტიკებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ეფექტი ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაზე და სიმსუქნეზე ჩატარებულ კვლევებში აჩვენა Lactobacillus და/ან Bifidobacterium შტამებმა 5.
დღესდღეისობით მრავალი პრობიოტიკია წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე, თუმცა მინდა გამოვყო შვეიცარული კომპანია „სანდოზი“-ს პრეპარატი ლინექს ფორტე, ერთ-ერთი ნამდვილად ეფექტური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პრობიოტიკი, რომელიც N1 პრობიოტიკია ევროპაში, 30 წლიანი გამოცდილებით.7,8 ლინექს ფორტეს შემადგენლობაში შემავალი პრობიოტიკური რძემჟავა ბაქტერიების ორი შტამი (Lactobacillus acidophilus და Bifidobacterium animals subsp. lactis) ადამიანის ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას მიეკუთვნება. მათი მოქმედებით იბლოკება პათოგენური ბაქტერიების გამრავლება, უმჯობესდება ნაწლავის მოტორიკა და სასარგებლო საკვები ნივთიერებების შეწოვა. ამასთან ეფექტურად ქვეითდება საჭმლის მონელების დარღვევის სიმპტომები, როგორიცაა მეტეორიზმი, დიარეა და ყაბზობა.9
აღსანიშნავია, რომ ლინექს ფორტეს შემადგენლობაში შედის ინულინი, რაც განაპირობებს პრეპარატის ეფექტურობას, როგორც დიარეის, ისე ყაბზობის დროს, ასტიმულირებს იმუნიტეტს, უზრუნველყოფს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების (კალციუმი, რკინა, მაგნიუმი, თუთია) ათვისებას. თავის მხრივ, უკეთ ათვისებული ვიტამინები და მინერალები კიდევ უფრო აუმჯობესებენ ნივთირებათა ცვლას და წონის კლების პროცესს. ლინექს ფორტეს მიღება სასურველია ფლორის სრულფასოვანი აღდგენის მიზნით.9,10,11
ამგვარად, როგორც ცნობილია, ნაწლავური მიკროფლორა არის ძალიან რთული კომპლექსური სტრუქტურა. სტრესი, არასწორი კვება, ცხოვრების სტილი, იწვევს ნაწლავის მიკროფლორის სასარგებლო და მავნე ბაქტერიების ბალანსის დარღვევას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მრავალი არასასურველი ეფექტის განვითარებას, მაგ.: დისკომფორტს, შებერილობას, დიარეას და ა.შ., რაც შეეხება სიმსუქნეს, დღეისათვის მიმდინარეობს მსჯელობა ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის დარღვევა წარმოადგენს სიმსუქნის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს, თუ პირიქით, სიმსუქნე იწვევს მიკროფლორის ბალანსის დარღვევას6. კავშირი სიმსუქნესა და ნაწლავის ფლორის დარღვევას შორის დასტურდება თანამედროვე კვლევებით, ამიტომ, სიმსუქნის და მასთან დაკავშირებული ნაწლავური ფლორის დარღვევით გამოწვეული პრობლემების მკურნალობისას, მეტად მნიშვნელოვანია ეფექტური, შესწავლილი პრობიოტიკის გამოყენება.
GE1808867378
1. C. P. Moran, F. Shanahan. Gut microbiota and obesity: Role in aetiology and potential therapeutic target. Best Practice & Research Clinical Gastroenterology 28 (2014) 585-597; 2. Gill SR, Pop M, Deboy RT, Eckburg PB, Turnbaugh PJ, Samuel BS, et al. Metagenomic analysis of the human distal gut microbiome. Science 2006;312(5778):1355e9. 3. Grenham S, Clarke G, Cryan JF, Dinan TG. Brain-gut-microbe communication in health and disease. Front Physiol. 2011; 2:94. [PubMed: 22162969];4. Petra A et al; Gut-microbiota-brain axis and effect on neuropsychiatric disorders with suspected immune dysregulation; Clin Ther. 2015 May 1; 37(5): 984–995. doi:10.1016/j.clinthera.2015.04.002. 5. Kang, Y. & Cai, Y. Hormones (2018) 17: 141. https://doi.org/10.1007/s42000-018-0003-y 6. Cesaro C, Tiso A, Prete AD et al (2011) Gut microbiota and probiotics in chronic liver diseases. Digest Liver Dis 43:431–438; 7. Е.А. Ушкалова, Ю.Ш. Гущина, 2015 Линекс Форте в профилактике и лечении желудочно-кишечных заболеваний doi: 10.17116/terarkh20158712138-144; 8. Nicholas Hall’s global OTC database, DB6; 9. PIL of product; 10. Health Benefits of Inulin (http://www.naturalprebiotics.com/inulin.html[4/25/2014 12:46:37 PM]); 11. Guarner F., Studies with inulintype fructans on intestinal infections, permeability, and inflammations.
(R)