გია ვოლსკი - გიორგი მარგველაშვილი აჭარბებდა უფლებამოვალეობებს - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არც უნდა მიეღო

ჩემი შეხედულებით, გიორგი მარგველაშვილს არც უნდა მიეღო მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და მისი ეს გადაწყვეტილება მართებულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეფასებისას „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

გია ვოლსკის თქმით, ის არ აფასებს გიორგი მარგველაშვილის პიროვნულ გადაწყვეტილებას, თუმცა როგორც პრეზიდენტი, დეპუტატის თქმით, ხშირად იღებდა არასწორ გადაწყვეტილებებს.

„ეს პიროვნული გადაწყვეტილებაა. მე ნამდვილად ვერანაირად ვერ შევაფასებ ადამიანის პირადად მიღებულ გადაწყვეტილებას. თუმცა რაც შეეხება როგორც პრეზიდენტს, მის საქმიანობას, მის გადაწყვეტილებას, მის ხედვებს, არ ვაფასებ პოზიტიურად იმიტომ, რომ ძალიან ბევრ საკითხზე მისი პოზიციაც, მისი მოქმედებებიც იყო აბსოლუტურად შეუსაბამო იმ ინტერესებთან, რასაც სახელმწიფოს ინტერესები ჰქვია.

იგი არაობიექტური იყო საკონსტიტუციო პროცესისადმი დამოკიდებულებაში, არასწორად იქცეოდა, როდესაც სახელმწიფო დელეგაციები ყალიბდებოდა ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, აჭარბებდა თავის უფლებამოვალეობებს, როდესაც უპირისპირდებოდა სახელისუფლო სტრუქტურებს და არასწორად იყენებდა ვეტოს უფლებას. ეს არის თემები, რომელიც, რომ შევაფასოთ მთლიანობაში, ნორმალურად, სწორად მოაზროვნე ადამიანს უნდა აძლევდეს საფუძველს იმისათვის, რომ არ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა