ზვიად ძიძიგური - მარგველაშვილის გადაწყვეტილება ადეკვატურია, ასეთი გადაწყვეტილებებით მაინცდამაინც განებივრებული არ ვყოფილვართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზვიად ძიძიგური მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება, საარჩევნო პროცესზე სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს.

ასე აფასებს ძიძიგური გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ადეკვატურია, ასეთი გადაწყვეტილებებით მაინცდამაინც განებივრებული არ ვყოფილვართ პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება მაინცდამაინც სერიოზულ გადაწყვეტილებას ელექტორალური თვალსაზრისით არ მოახდენს საარჩევნო პროცესზე", - განაცხადა ძიძიგურმა.

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა