შალვა ხუციშვილი - ეს იყო ტყის ხანძრების ისტორიაში პირველი ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრაფად მოხდა

ეს იყო ტყის ხანძრების ისტორიაში პირველი ხანძარი, რომლის ლიკვიდაციაც ასე სწრაფად მოხდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ხაშურში, სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის სწრაფი ლიკვიდირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის ახალმა ტექნიკამ და უწყებების ეფექტურმა კოორდინაციამ.

„მეხანძრეებმა მართლა ძალიან მაგრად იმუშავეს და მადლობა მათ ამისთვის. მეორე ეს იყო ყველა სახელმწიფო უწყების ეფექტური კოორდინაცია. ძალიან აქტიურად იყო ჩართული შსს, თვითმმართველობის ტექნიკა და გუბერნატორის სამსახური და ასევე ძალიან დიდია მეტყევეების როლიც. ეს ორი ფაქტორი და ის შესყიდვები, რაც მთავრობამ განახორციელა ტყის ხანძრების მიმართულებით, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოქალაქეებს ვუთხრათ - ბორჯომის მასშტაბის ხანძრების გამეორების რისკი არის პრაქტიკულად მინიმალური, რადგან ამ სამსახურების ეფექტურობა ტყის ხანძრებთან დაკავშირებით მაქსიმალურადაა გაზრდილი", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს