სერგი კაპანაძე უმრავლესობის წევრებს დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე უმრავლესობის წევრებს კომისიის მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდებს. უმრავლესობის დეპუტატები კომისიის დღევანდელ სხდომას, რომელზეც დასკვნის პირველი ვარიანტი განიხილება არ ესწრებიან.

სერგი კაპანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისიის ყველა წევრმა დააფიქსიროს საკუთარი აზრი დასკვნასთან დაკავშირებით და საზოგადოებამ იცოდეს თუ ვის რა პოზიცია აქვს.

"ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, დღეს სხდომას არ ესწრებიან, რადგან ჩვენი ამოცანა იყო და რჩება, რომ კომისიის უკლებლივ ყველა წევრმა მიიღოს მონაწილეობა სამუშაო პროცესში და თავიანთი აზრები დააფიქსირონ, თუნდაც რომ არ ეთანხმებოდნენ გარკვეულ მოსაზრებებს. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ვინ რა პოზიციაზეა. ამიტომ მე მოვუწოდებ მათ, რომ ჩაერთონ ისვე კომისიის მუშაობაში, რადგან ამ ყველაზე მნიშვნელოვან, საპასუხისმგებლო ეტაპზე, როდესაც დასკვნის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება ხდება, კარგი იქნება თუ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა