რეჯეფ თაიფ ერდოღანი - არავის დავეკითხებით, ვიყიდოთ თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი არავის დაეკითხება იყიდოს თუ არა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400.

ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყირგიზეთის დედაქალაქში ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ შეთანხმება გავაფორმეთ რუსეთთან С-400-ის შესყიდვასთან დაკავშირებით და ზოგიერთებს ეს საკითხი აწუხებს. მაპატიეთ, მაგრამ არავის დავეკითხებით და არავის ვთხოვთ ნებართვას აღნიშნულთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 31 აგვისტოს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი მოკლე პერიოდში იმედოვნებს რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის მიღებას, მიუხედავად აშშ-ს მხრიდან ზეწოლისა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს რუსეთის მხარემ დაადასტურა С-400-ის გაყიდვის შესახებ თურქულ მხარესთან კონტრაქტის გაფორმება. თურქეთი ნატო-ს პირველი წევრი სახელმწიფო გახდება, რომელსაც შეიარაღებაში საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 ექნება.

აშშ-ს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თურქეთმა, როგორც ნატო-ს წევრმა, რუსეთისგან საზენიტო სარაკეტო სისტემა С-400 არ უნდა შეისყიდოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა