ოთარ კახიძე - სკოლებში არიან მჩაგვრელები, რომლებიც ჩაგრავენ მოსწავლეებს და მათ მიმართ ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ეფექტური ზომების გატარებას

სკოლებში არიან ჩვეულებრივი ბულერები, რომლებიც მუდმივად ჩაგრავენ სკოლის სხვა მოსწავლეებს და ამ პირების მიმართ ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ეფექტური, პრევენციული ზომების გატარებას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, კომისიის წევრმა პარტია „ევროპული საქართველოდან“ ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის განცხადებით, ყოველივე ეს ხელს უშლის, როგორც მთლიანი სასწავლო პროცესის წარმართვას, ასევე დისკომფორტს უქმნის სკოლის მოსწავლეებს. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის თქმით, სერიოზული ზომებია მისაღები, რათა სკოლაში არსებობდეს რეალური ბერკეტები რომ ბულინგს, ჩაგვრას, არ ჰქონდეს დამკვიდრებული პრაქტიკის სახე.

„სკოლებში არიან ჩვეულებრივი ბულერები, რომლებიც მუდმივად ჩაგრავენ სკოლის სხვა მოსწავლეებს და ამ პირების მიმართ ადმინისტრაცია ვერ ახერხებს ეფექტური, პრევენციული ზომების გატარებას, რათა ამგვარი შემთხვევები აღარ განმეორდეს. ყოველივე ეს მთლიანად ხელს უშლის სასწავლო პროცესს და მეორეს მხრივ კი სკოლაში მყოფი წესიერი მოსწავლეებისთვის საშინელ დისკომფორტს წარმოადგენს. როდესაც სახელმწიფო, ამ შემთხვევაში სკოლა, მანდატურები, რეაგირებას ვერ ახდენენ, ქმნის განცდას, რომ არაფერს აზრი არ აქვს, ამ მდგომარეობას უნდა შევეგუოთ და ეს არის ნორმა. ჩვენ სერიოზული ზომები გვაქვს მისაღები, ამ სიტუაციის შესაცვლელად, რომ სკოლაში არსებობდეს რეალური ბერკეტები, რათა ჩაგვრას და ბულინგს არ ჰქონდეს დამკვიდრებული პრაქტიკის სახე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს