საგამოძიებო კომისია - სკოლებსა და შსს-ს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა არ არსებობს

არ არსებობს სკოლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, შსს-ს მიერ უგულებელყოფილია დაარ სრულდება მთავრობის დადგენილება ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე”, - ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

დასკვნის იმ ნაწილში, სადაც საუბარი „ბავშვთა რეფერირების პროცედურა - შსს-ს როლს“ ეხება, ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით შს სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიულმა დანაყოფმა 2017 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისგან მიიღო 252 შეტყობინება, ხოლო 2018 წლის 7 თვის განმავლობაში - 295 შეტყობინება, ხოლო კომისიამ, მიუხედავად მოთხოვნისა, 2 კვირის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი საქართველოს მასშტაბით 2017 და 2018 წლებში მიღებულ შეტყობინებებზე არასრულწლოვანთა განყოფილების მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ.

„სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის და სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურების მიერ ნაწარმოები დოკუმენტაციით დასტურდება, რომ დარღვევათა გარკვეული კატეგორია ცნობის სახით სავალდებულოდ მიეწოდება თბილისის პოლიციის არასრულწლოვანთა განყოფილებას. აღსანიშნავია, რომ იმ კატეგორიის დარღვევები, როგორებიცაა სკოლაში მაღალი რისკის საგნების (დანა, ბასრი ან მჩხვლეტავი საგანი და სხვა) აღმოჩენა და მოსწავლის მიერ მოსწავლეზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები შედის, არასრულწლოვანთა განყოფილებისათვის სავალდებულოდ მისაწოდებელი ინფორმაციის ნუსხაში.

ამასთან, ამ ტიპის დარღვევები რეფერირების პროცედურების მიზნებისთვის საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შესაძლებელობას იძლევა და რეფერირების პროცედურების შემსრულებელ წინასწარ განსაზღვრული ყველა დაწესებულებისა და ორგანოს მხრიდან, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, საჭიროებს წარმომადგენლების მეშვეობით ადგილზე ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევების გადამოწმებას. შსს-ს ევალება ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის გადამოწმება და შემთხვევის მართვა, რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებსა და შესაბამისი შიდა ინსტრუქციების მიხედვით.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით სამინისტროს სხვადასხვა ტერიტორიულმა დანაყოფმა 2017 წლის განმავლობაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისგან მიიღო 252 შეტყობინება, ხოლო 2018 წლის 7 თვის განმავლობაში - 295 შეტყობინება. რაც შეეხება შეტყობინებებზე რეაგირებებს, ამავე წერილით რეაგირებად განხილულია, რომ ნაწილზე დაიწყო გამოძიება, ხოლო ნაწილზე - ადმინისტრაციული საქმისწარმოება, ზოგიერთ შემთხვევაში კი დანაშაულის ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო, სამინისტროს შეფასებით შეტყობინებაზე რეაგირება სცილდებოდა მათი კომპეტენციის ფარგლებს.

კომისიამ, მიუხედავად მოთხოვნისა, 2 კვირის განმავლობაში ვერ მიიღო პასუხი საქართველოს მასშტაბით 2017 და 2018 წლებში მიღებულ შეტყობინებებზე არასრულწლოვანთა განყოფილების მხრიდან გატარებული ღონისძიებების შესახებ.

თბილისის ოცდაათამდე საჯარო სკოლის მოქმედ დირექტორთან გასაუბრებით დგინდება, რომ პრევენციული ღონისძიებების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლებს შორის არ ხორციელდება.

დასტურდება, რომ არ არსებობს სკოლებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, შსს-ს მიერ უგულებელყოფილია და არ სრულდება მთავრობის დადგენილება ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე”. - აღნიშნულია კომისიის მიერ მიღებულ დასკვნაში

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს