უმცირესობის მიერ შემუშავებული დასკვნა -51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ადმინისტრაციის და მანდატურების ყურადღების მიღმა დარჩა

51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტი სკოლის ადმინისტრაციის და მანდატურების ყურადღების მიღმა დარჩა, - ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო კომისიის დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს.

დასკვნის მიხედვით, მანდატურებს ასევე გამოეპარათ დავით სარალიძის, დ.ღ.-სა და ა.ს.-ს დაძაბული საუბარი სკოლის დერეფანში, მაგრამ ერთ-ერთმა მანდატურმა -ანა გუშარაშვილმა დააფიქსირა დ.ნ.-სა და თ.ჩ.-ს შორის კონფლიქტი.

„მანდატურმა აღნიშნული ფაქტი შეატყობინა სკოლის დირექტორის მოადგილეს, თინათინ ყენიას, რომელმაც დაიბარა თ.ჩ., ასევე დ.ნ. და გაესაუბრა მათ კონფლიქტის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ 13:50 საათზე, თინათინ ყენიამ სკოლის აივნიდან შეამჩნია ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავი მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, ინციდენტში მონაწილე თ.ჩ. და დ.ნ., ასევე დავით სარალიძე, დ.ღ., თ.ჩ., ს.ფ. და 5-6 უცხო, სავარაუდოდ სხვა სკოლის მოსწავლე მოზარდი. თინათინ ყენიამ მანდატურ ანა გუშარაშვილს სთხოვა აღნიშნულზე რეაგირება, რომელმაც თავის მხრივ დაურეკა მანდატურ თეიმურაზ ზადიშვილს. ამ უკანასკნელმა, მანდატურ გიორგი მელიქიძესთან ერთად, ვერ აღმოაჩინა კონფლიქტური სიტუაცია. ამის შემდეგ მელიქიძემ და ზადიშვილმა დაურეკეს ანა გუშარაშვილს და აცნობეს მას, რომ ვერავინ ნახეს", - ნათქვამია დასკვნაში.

ამავე დასკვნის მიხედვით, მანდატურის სამსახურის ბრძანების საწინააღმდეგოდ, არც ერთი მანდატური არ აკონტროლებდა სკოლის პერიმეტრს, როგორც უშუალოდ, ისე სათვალთვალო კამერების მეშვეობით, რის გამოც მანდატურებს უყურადღებოდ დარჩათ სასწავლო პროცესის შემდგომ სკოლის წინ ათეულობით მოსწავლის შეკრება და მათი ჯგუფური გადაადგილება.

„იმის გათვალისწინებით, რომ თინათინ ყენიამ იცოდა მოსწავლეებს შორის არსებული კონფლიქტის, ასევე ზოგადად ამ მოსწავლეების პრობლემური ქცევის და უცხო სკოლელების სკოლასთან მოსვლის შესახებ, მას ადეკვატურად უნდა შეეფასებინა ვითარება და მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინა კონფლიქტის შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად. მანდატურებს ასევე ევალებოდათ მეტი ძალისხმევა, როგორც სკოლის პერიმეტრის კონტროლისთვის, ისე დირექტორის მოადგილისგან მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად და მოსწავლეთა დიდი ჯგუფის დასაფიქსირებლად. ხაზგასასმელია, რომ არც დირექტორის მოადგილემ, არც მანდატურებმა არ შეატყობინეს პოლიციას არსებული აშკარა კონფლიქტური მდგომარეობის თაობაზე", - ნათქვამია დასკვნაში.

საგამოძიებო კომისიის წევრები საპარლამენტო უმცირესობიდან აღნიშნავენ, რომ არც 51-ე, არც პირველი ექსპერიმენტულის და არც 61-ე სკოლების ადმონისტრაციებს არ გამოუკვლევიათ 1-ელი დეკემბრის მოვლენები.

„მეტიც, ხორავას ტრაგედიიდან ერთი კვირის შემდეგ, 51-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სკოლის დირექტორმა უგულებელყო უსაფრთხოების თვალსაზრისით სკოლაში არსებული პრობლემები და განაცხადა: „სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა იციან თავიანთი მოვალეობები და კარგად ართმევენ თავს. მოსწავლეებმა იციან სკოლაში ქცევის წესები. მათ იციან, რა შედეგები მოჰყვება გაკვეთილის თვითნებურად გაცდენას ან სხვა დისციპლინურ გადაცდომას. მაღალია მოსწავლეთა უსაფრთხოების ხარისხი. კერძოდ, დილის 9 საათზე, მოსწავლეთა და თანამშრომელთა შემოსვლის შემდგომ, იკეტება სკოლის ცენტრალური კარი, რომელიც კონტროლდება პასუხისმგებელი პირის მიერ", - ნათქვამია დასკვნაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო