სერგი კაპანაძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარის პრევენცია შეიძლებოდა, სკოლის ადმინისტრაციას და მანდატურებს ჯეროვნად რომ შეესრულებინათ თავიანთი როლი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე სკოლაში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, ასევე, გამოიკვეთა პრობლემა განათლების სამინისტროს მხრიდან მომხდარი ფაქტის მოკვლევის თვალსაზრისით და ასევე, არის რეფერირების და რეაგირების პრობლემა როგორც შინაგან საქმეთა, ასევე, განათლების სამინისტროს მხრიდან.

„ინციდენტი დაიწყო 51-ე სკოლაში, საპირფარეშოში, შემდეგ გაგრძელდა სკოლის ტერიტორიაზე, შემდეგ ამას მოჰყვა მოზარდების მოსვლა სხვა სკოლიდან, შემდეგ გაგრძელდა სკოლის პერიმეტრის ირგლივ, მოხდა გადასვლა ერთ-ერთ ადგილზე, სადაც ხდებოდა ხოლმე რეგულარულად საქმეების გარჩევა და შემდეგ ეს ბავშვები გაემართნენ ხორავას ქუჩისკენ, სადაც მოხდა ეს ტრაგედია.

ეს კონფლიქტი არის იმის გამოვლინება, ზოგადად რაც ხდება დღეს სკოლებში. ეს არის: გაზრდილი აგრესიული ფონი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გაზრდილი რაოდენობა, ჩაგვრისა და ბულინგის, იარაღის ტარების, ასევე აკრძალული ნივთების ტარების, სკოლიდან გაპარვის და გაკვეთილების ჩაშლის გაზრდილი რაოდენობა.

ამ ინციდენტის პრევენცია შეიძლებოდა, სკოლის ადმინისტრაციას და მანდატურებს ჯეროვნად რომ შეესრულებინათ თავიანთი როლი, რომ ყოფილიყო სწორად განაწილებული მანდატურების ფუნქციები“, -განაცხადა კაპანაძემ.

დღევანდელ სხდომას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ დასწრებიან.

კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, გაიმართება და დასკვნის იმ ნაწილზე იმსჯელებენ, სადაც რეკომენდაციებია წარმოდგენილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა