აიათოლა ალი ჰამენეი - ომის ალბათობა არ არსებობს

ირანის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ალი ჰამენეის განცხადებით, არ არსებობს საომარი მოქმედებების დაწყების ალბათობა, მაგრამ შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი პოტენციალი უნდა აიმაღლონ. ამის შესახებ ჰამენეის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი.

„შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გამოავლინონ სიფხიზლე და მოქნილობა მართვაში, ყოველდღიურად გაიუმჯობესონ საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობები და ადამიანური რესურსები“, - განაცხადა ჰამენეიმ და დასძინა, რომ პოლიტიკური გათვლების თვალსაზრისით, ომის შესაძლებლობა არ არსებობს.

მანამდე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მუჰამად აჰადზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, ირანის თავდაცვის უწყება აპირებს გაზარდოს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების სიმძლავრე და შეიძინოს ახალი თაობის მოიერიშე თვითმფრინავები, საზღვაო და წყალქვეშა გემები, რომლებსაც სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე შეიარაღებები გააჩნიათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს