ემანუელ მაკრონი - ევროკავშირის დემონტაჟი ვლადიმერ პუტინის ოცნებაა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დემონტაჟი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოცნებაა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა შვედურ ტელეარხ СВТ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთს ვერ დავასახელებთ ისეთი ქვეყნის მაგალითად, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს. მე მუდმივად ვეკონტაქტები ვლადიმერ პუტინს. მე მას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის დემონტაჟი მისი ოცნებაა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი ის ქვეყანა არ არის, რომელიც მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრება.

„თუ შვედეთს ოდესმე პრობლემები ექნება, ეს მართლაც არ იქნება საფრანგეთი. ისევე როგორც შვედეთში ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს“, - დასძინა მან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა