აკაკი ზოიძე - მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება

მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოხმარება 21 წლამდე აკრძალული უნდა იყოს.

"მარიხუანას მინიმუმ ის აკრძალვები უნდა შეეხოს, რაც თამბაქოს ეხება, ანუ საჯარო ადილებში მოწევაზეა საუბარი, სადაც შეგიძლია მეორე პირს მიაყენო ზიანი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მარიხუანას კვამლი კარცეროგენული არ არის, ძალიან ცდება. ნებისმიერი მცენარის წვით მიღებული კვამლი არის კარცეროგენი. ღია სივრცეებშიც უნდა აიკრძალოს, მაგალითად, კონცერტებზე, სტადიონებზე, სკვერებში და ა.შ, სადაც არასრულწლოვანთა ყოფნის მაღალი ალბათობაა. ეს არის აკრძალვების მინიმუმი. ამის გარდა კიდევ ვიმსჯელებთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია", - განაცხადა ზოიძემ.

რეგლამენტაციაზე საუბრისას აკაკი ზოიძემ ყურადღება გაამახვილა იმ პროფესიებზე, რომლებსაც უშუალოდ ეხება ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ესენია:

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, მფრინავი, ექიმი და ა.შ.

"ამის კონტროლის შესაბამისი მეთოდები არსებობს თუ როგორ ხდება პერიოდული გადამოწმება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო