აკაკი ზოიძე - სახელმწიფოს მხრიდან მკაფიო გზავნილი უნდა იყოს, რომ გეგმური აცრები სავალდებულო გახდეს

ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მკაფიო გზავნილი, რომ გეგმური აცრები სავალდებულო გახდეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს გზავნილი უნდა იყოს მშობლებისთვის.

„კომიტეტის წევრი კონკრეტული დეპუტატების ინიციატივაა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მშობლებისთვის მკაფიო გზავნილი იყოს, რომ ვაქცინაცია არის სავალდებულო. ვაქცინაცია აუცილებელია, რომ დაიცვათ შვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ესაა ამ საკნონმდებლო ცვლილების არსი, რომ ეროვნული კალენდრით განსაზღვრული აცრები სავალდებულო იყოს“, - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, აღსრულების კონკრეტულ მექანიზმზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

„სანქციებს ამ ეტაპზე არ შემოვიღებთ. ჩვენ ჩავატარებთ რეგულირების ზემოქმედების შეფასებას. მაგალითად, თუ საბავშვო ბაღში არ დავუშვებთ, ეს რამდენ ბავშვზე მოახდენს გავლენას. საბავშვო ბაღში არ დაშვება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი იქნება“, - განაცხადა ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო