უკრაინის პრეზიდენტი ინიციატივით გამოდის, კიევში „ჩეკისტისა“ და „ტერორისტის“ - ივან კუდრის ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ინიციატივით გამოვიდა, კიევის ცენტრში მდებარე ივან კუდრის ქუჩას სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს.

ამის შესახებ უკრაინის პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ირინა ლუცენკომ განაცხადა.

„უკრაინის პრეზიდენტი პარლამენტის ფრაქციებს მიმართავს, კიევის მერიისთვის მის მიმართვას დაუჭირონ მხარი, რომელშიც ის ივან კუდრის ქუჩისთვის, რომელიც „ჩეკისტი“ და ტერორისტი იყო, სენატორ ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას ითხოვს“, - განაცხადა პარლამენტში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.

აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა უკრაინის პრეზიდენტის პარტიამ „პეტრო პოროშენკოს ბლოკმა“.

ჯონ მაკკეინი 25 აგვისტოს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გუშინ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო აკადემიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო