გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს, ნაძალადევის რაიონში, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II, III, V კვარტლების, გია რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს;

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირების, ვაჟა-ფშაველას გამზირების, ჭილაძის და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს;

მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ინგოროყვას, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, კრავეიშვილის, არსენას, ბესიკის, ყიფიანის, მესხის, ჭონქაძის, დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, აბესაძის, ლერმონტოვის, ახოსპირელის, გუდიაშვილის, აბო თბილელის, ბეთლემის, ხანძთელის, კუფტინის, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, საიათნოვას, სანავარდოს, სანაპიროს, ორბელიანის, მტკვრის, ფურცელაძის, ათონელის, ბარათაშილის, ფხოვის, გოგჩას, სულხანიშვილის, შოთა ნიშნიანიძის, ჭონქაძის, მაჩაბელის, ლეონიძის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ვირსალაძის, ჭანტურიას, აბაშიძის, ლარსის, კეკელიძის, ჩხეიძის, 8 მარტის, სარაჯიშვილის, ტარიელის, ცხემის, ბორბალოს, რიწის, გოგებაშვილის, შანიძის, ბაშალეიშვილის, რჩეულიშვილის, ლაღიძის და გრიბოედოვის ქუჩების მცხოვრებლებს;

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, სამგორის დასახლების, თვალჭრელიძის, მაისურაძის, გახოკიძის და ბერიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს;

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, ბელიაშვილის, მიქელაძის, ლუბლიანას და ჭიაურელის ქუჩების მცხოვრებლებს;

გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მცხოვრებლებს;

ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, თამარაშვილის და გივი სვანიძის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა