ФСБ - „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავლები 2014 წლიდან ათჯერ შემცირდა და წელიწადში 200-300 მილიონ დოლარს შეადგენს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ შემოსავლები 2014 წლიდან ათჯერ შემცირდა და წელიწადში 200-300 მილიონ დოლარს შეადგენს, - ამის შესახებ ФСБ-ს ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ბესედამ განაცხადა.

„თუ შევადარებთ იმ ფინანსურ შემოსავლებს, რომლებიც 2014 წელს ჰქონდათ და დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ახლა „ისლამური სახელმწიფოს“ წლიური შემოსავალი 200-300 მილიონ დოლარს აღწევს“, - განაცხადა ბესედამ.

მისივე თქმით, ეს უკავშირდება იმას, რომ „საგრძნობლად შემცირდა ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი და ის გადასახადები, რომლებიც ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეა დაწესებული“.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა