უფასო სასადილოების ბენეფიციარები ელექტრონულად აღირიცხებიან

თბილისის მასშტაბით, უფასო სასადილოებში ბენეფიციართა აღრიცხვის ახალი სისტემა ამოქმედდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ავტომატურად მოხდება უფასო სასადილოების ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაციის, კერძოდ, სოციალურად დაუცველის სტატუსის ცვლილების, შეჩერებისა თუ გაუქმების, გარდაცვალების, ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდის და ა.შ. ასახვა და განახლება. ამასთან, ახალი სისტემის დანერგვის შედეგად ზუსტად აისახება სასადილოში ბენეფიციართა დასწრება (სასადილოში გამოცხადების დღე, საათი, წუთი), საპატიო თუ არასაპატიო გაცდენები.

სიახლესთან დაკავშირებით, ქალაქის მასშტაბით, უფასო სასადილოების ტერიტორიაზე ვიდეოთვალი დამონტაჟდა. სასადილოები აღიჭურვნენ მობილური ტელეფონებით, ხოლო ბენეფიციარებისთვის პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათები დამზადდა. მობილურ ტელეფონში ჩაწერილ აპლიკაციაზე პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის შეხებით ფიქსირდება ბენეფიციარის ვიზიტი სასადილოში, პარალელურად კი, ეს ინფორმაცია აისახება ბენეფიციართა აღრიცხვის ელექტრონულ ბაზაში.

დღეისათვის თბილისში 63 უფასო სასადილო მოქმედებს, ბენეფიციართა რაოდენობა კი 38 000-მდეა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო