იოჰანეს ჰანი - ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში განათლების სფეროში ინვესტირებას

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი აცხადებს, რომ ევროკავშრი საქართველოსთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს, როგორც განათლების ასევე, სხვა სფეროებში.

ევროკომისარის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს შეეხო.

„ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ მოვნახეთ გზები რათა შეგვექმნა სპეციალური ფორმატი, რომელიც მოიცავს განსაკუთრებულ ურთიერთობებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. აღნიშნული ღონისძიება გაიმართება 31 ნოემბერს, ბრიუსელში, კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის. ჩვენ გვინდა განვსაზღვროთ ის მიმართულებები, სადაც შემდგომში შეგვიძლია მოვახდინოთ ინვესტირება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო არის ძირითადი პარტნიორი რაც შეეხება ვაჭრობისა და ასოცირების ხელშეკრულების რეალიზაციას. მთელი რიგი საშუალებები ჯერ კიდევ გამოსაყენებელია. არსებობს პოტენციალი, რომლის რეალიზაციაც უნდა მოხდეს. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ინვესტირებას განათლების სფეროში. მინდა მაღალი შეფასება გამოვხატო თქვენი მყარი თანამშრომლობისთვის, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაციის რეალიზაცია. საქართველო აღიქმება როგორც უსაფრთხო ქვეყანა. ჩვენ არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ვიზალიბერალიზაციის პროცესი. მთავრობამ უნდა მოახდინოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება“,- განაცხადა ჰანმა.

იოჰანეს ჰანი საქართველოს დღეს ეწვია და მისი ვიზიტი ხვალ დასრულდება. ევროკომისარი შეხვედრებს ქვეყნის პრეზიდენტთან და პრემიერთან გამართავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა