უსუფაშვილი - რატომ უფუჭდებათ პატრულებს კამერა, როდესაც გადაღება ევალებათ იცით? პრეზიდენტი რომ არ იქცევა ისე, რასაც კონსტიტუცია ავალებს, პარლამენტი რომ არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს

ახლა ვვიშვიშებთ, თუ რატომ უფუჭდებათ ამ პატრულებს ეს კამერა ზუსტად იმ დროს, როდესაც ევალებათ გადაღება. რატომ, იცით? პრეზიდენტი რომ არ იქცევა ისე, რასაც კონსტიტუცია ავალებს, პარლამენტი რომ არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საჯარო მოხელის თითოეული ქცევა განპირობებულია იმით, თუ როგორ მოქმედებენ სახელმწიფო ინსტიტუტების მეთაურები და რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ამ კონტექსტში საუბრისას დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ მსგავსმა დარღვევებმა ერთგვარი სტანდარტები შექმნეს.

„ახლა ვნახე თქვენს სიუჟეტში, რომ პატრულმა არ ჩაიწერა სამხრე კამერით, ზუსტად იმ დროს, როდესაც შეხება ჰქონდა მოქალაქესთან. ახლა ვვიშვიშებთ, თუ რატომ უფუჭდებათ ეს კამერა ზუსტად იმ დროს, როდესაც ევალებათ გადაღება. რატომ, იცით? პრეზიდენტი რომ არ იქცევა ისე, რასაც კონსტიტუცია ავალებს, პარლამენტი რომ არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს.

ავტოინსპექტორი, პედაგოგი, საჯარო მოხელე, ნებისმიერი სხვა ადამიანი დღეს ქვეყანაში იმიტომ იქცევა ისე, როგორც იქცევა, რომ ხედავს, სასამართლოს თავმჯდომარე უცებ დამეკარგა და ვაი, აღარ არის. მერე ამაზე ჩემი პრეზიდენტი და ჩემი პარლამენტი ელემენტარული ფუნქციის შესრულებას ვერ ახერხებენ, რომ დანიშნონ თავმჯდომარე და თქვენ გიკვირთ, რომ კამერა აღარ აქვს ავტოინსპექტორს? სტანდარტია ასეთი, როცა სჭირდება მაშინ გათიშა კამერა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო