დონალდ ტრამპმა ბაშარ ასადი გააფრთხილა, იდლიბის პროვინციაზე „უგუნური თავდასხმა“ არ გაბედოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის რეჟიმის ლიდერი ბაშარ ასადი გააფრთხილა, იდლიბის პროვინციაზე „უგუნური თავდასხმა“ არ გაბედოს.

„სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა იდლიბის პროვინციაზე უგუნური თავდასხმა არ უნდა გაბედოს. რუსები და ირანელები დიდ ჰუმანიტარულ შეცდომას დაუშვებენ თუ მონაწილეობას მიიღებენ ამ პოტენციურ ადამიანურ ტრაგედიაში. ასი ათასობით ადამიანი შეიძლება დაიღუპოს. არ დაუშვათ ეს“, - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 30 აგვისტოს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალემმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირია იდლიბის გათავისუფლების გზაზე ბოლომდე წავა მიუხედავად იმისა დაარტყამს თუ არა ვაშინგტონი სირიას ქიმიური იარაღის გამოყენების საბაბით.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 25 აგვისტოს განცხადება გააკეთა, რომ იდლიბის პროვინციაში სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ინსცენირება მზადდება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულნი ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურები, რის შედეგადაც, აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი სირიაში სამთავრობო ძალების პოზიციებს დაარტყამს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს