საია წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, დარღვევებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს

საია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, მათი სადამკვირვებლო მისიის მიერ მონიტორინგით გაანალიზებულ დარღვევებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი 1-ელ აგვისტოს დაიწყო. საიას-ინფორმაციით, დარღვევის შესახებ გაანალიზებულია რამდენიმე საკითხი, მათ შორის არის ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტი.

„2018 წლის 29 მაისს ცნობილი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივის შესახებ „ხალხი ივანიშვილის წინააღმდეგ.“ ამ ინიციატივის თანახმად, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პარტია გეგმავს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში საბანკო სექტორისგან დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი აუნაზღაუროს, ასევე საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის ვალების გადახდაზე 2 წლიანი მორატორიუმი გამოაცხადოს. პროექტის ფარგლებში პარტია მძიმე ეკონომიკურ და სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობას სთავაზობს“, -აღნიშნულია საიას ინფორმაციაში, რასთან დაკავშირებითაც ორგანიზაციას კონკრეტული მაგალითი მოჰყავს .

„ყველა ვალი გადაანგარიშდება ჩემი პრეზიდენტობისას არსებული კურსით - 1.65. შემოვიღებ რეგულაციებს, რომლითაც ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ვეღარ იქნებიან მევახშეები და მოუწევთ საპროცენტო განაკვეთების დაწევა. ამ ფონდის მეშვეობით ასევე დავურიგებთ კომპენსაციებს ყველა იმ ადამიანს, ვინც უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურებიდან 2012-2018 წლებში“, - ნათქვამია გარანტიის სერტიფიკატში, რომელსაც ხელს პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი აწერს.

ასევე საია-ს ინფორმაციით, საუბარია იმაზეც, რომ ზიანი აუნაზღაურდებათ არა მარტო ბანკებით დაზარალებულებს, არამედ იმ მოქალაქეებსაც, ვინც ივანიშვილის მმართველობის პერიოდში სამსახური დაკარგა: პარტიაში აცხადებენ, რომ შეიქმნება ფონდი, სადაც სახელმწიფო სახსრებთან ერთად მობილიზებული იქნება „ივანიშვილის და ხალხის ძარცვით გამდიდრებული ჩინოვნიკების“ თანხები, რომელსაც პარტია მათ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკან დააბრუნებინებს.

2018 წლის 27 ივნისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ზუგდიდში მცხოვრებ 100 მოქალაქეს „გარანტიის სერტიფიკატი“ გადასცეს. პარტიის წარმომადგენლები განაგრძობენ „გარანტიის სერტიფიკატების“ ამომრჩევლებისთვის გადაცემას.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ქმედებაში, სავარაუდოდ, იკვეთება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარტიის, მისი წარმომადგენლების მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის კუთხით“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია.

ამასთამ არასამათავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური გაერთიანების და მისი წარმომადგენლების მიერ მოქალაქეებისთვის „საგარანტიო სერტიფიკატების“ გადაცემით, ხდება ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეგავლენა.

„სავარაუდოდ ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას, მათ დაინტერესებას ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით, რომელიც არ უკავშირდება არც საბიუჯეტო სახსრების სამომავლო განაწილებას და არც სახელმწიფო პოლიტიკის სამომავლო განხორციელებას. კითხვებს აღძრავს თავად ამ სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნისა და მასში ფინანსური რესურსების აკუმულირების საკითხი: როგორ, რა წესით, რა სამართლებრივ რეგულაციებზე დაყრდნობით მოხდება ფონდის შექმნა, ასევე როგორ მოხდება პარტიის მიერ ამ ფონდში თანხების მობილიზება და რამდენად კანონშესაბამისად წარიმართება ჩინოვნიკებისგან „ხალხისგან ნაძარცვის“ დაბრუნების პროცესი. ფაქტია, რომ მოქმედი კანონმდებლობით მსგავსი ფონდის არსებობა გათვალისწინებული არ არის, რაც თავის მხრივ აჩენს კითხვებს პარტიის დაპირების განხორციელების რეალურობასთან დაკავშირებით. საკითხის სწრაფად, ეფექტურად და სრულყოფილად შესწავლის მიზნით 2018 წლის 4 ივლისს საიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა. ჩვენი ინფორმაციით, საიას განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ფაქტის შესწავლა დაიწყო“, - აცხადებენ საია-ში.

საია-ს განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტის გარდა, მონიტორინგის შედეგად გაანალიზებულია შემდეგი ფაქტები : „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისის ქურდობის ფაქტი; საარჩევნო ადმინისტრაცია და მისი საქმიანობა; უწყებათაშორისი კომისია - მანდატს გაცდენილი საქმიანობა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან შექმნილი საკონსულტაციო კომისია და მისი ფორმატი“.

სრული ვერსია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში ან მიყევით ბმულს https://bit.ly/2Q4a4Y3

საია წინასაარჩევნო პერიოდს ცენტრალური და 8 რეგიონული ოფისის მეშვეობით, თბილისსა და რეგიონებში − აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, შიდა და ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო