იტალიაში საქართველოს პოლიციის მიერ ძებნილი 35 წლის პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქ რომის პოლიცია ავრცელებს.
რომის პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაკავებული პირი საქართველოს მიერ იყო ძებნაში გამოცხადებული პერსონალური ინფორმაციის არალეგალური გავრცელების ბრალდებით.
იტალიის პოლიციას დაკავებულის ინიციალებიც მოჰყავს. ის არის ბ.რ.
რომის პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაკავებული ასევე იყო ნასამართლევი ქურდობისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.