ოთარ კახიძე - კომისიამ ჩათვალა, რომ შსს-სა და პროკურატურის მოხელეები მოქმედებებით და უმოქმედობით პასუხისმგებელნი არიან გამოვლენილ დარღვევებზე

კომისიამ ჩათვალა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მოხელეები საკუთარი მოქმედებებით და უმოქმედობით პასუხისმგებელნი არიან კომისიის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე, - ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ოთარ კახიძემ შსს-სა და პროკურატურის მიმართ კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის წარდგენისას განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრთა გადაწყვეტილებით, დარღვევებზე პასუხისმგებელ პირებს შორის არიან საქმის გამომძიებლები და პროკურორები, მათ შორის: ირაკლი ფიფია, ზვიად ფხაკაძე, გიორგი გაბიტაშვილი, შალვა ბედოიძე, კახა სირაძე, იოსებ სიგუა და სხვები.

„ჩვენ ვიცით, რა დარღვევები იქნა გამოვლენილი კომისიის მხრიდან ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში და კომისიამ ჩათვალა, რომ შესაბამისი პირები საკუთარი მოქმედებებით და უმოქმედობით პასუხისმგებელნი არიან ამ დარღვევებზე. ჩვენ გავესაუბრეთ და და შევისწავლეთ სხვადასხვა მოხელეთა და თანამდებობის პირთა ქმედებები. მათი კომპეტენციის შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებების შესაბამისად, საქმის მასალებზე დაყრდნობით გამოვლინდა აღნიშნულ პირთა ვინაობა.

საქმის მწარმოებელი გამომძიებლის, ირაკლი ფიფიას ქმედებებში იკვეთება გარკვეული დარღვევებისთვის პასუხისმგებლობა. ეს დარღვევები ეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას: ა.ს-ს მიმართ, მ.კ-ს მიმართ, დ.ღ-ს მიმართ და გ.მ-ს მიმართ. ეს დარღვევები ასევე, უკავშირდება თვითმხილველების დაკითხვას, ვიდეო-კამერების დათვალიერებას, სატელეფონო მიყურადებას, ჩხრეკა-ამოღებას, ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.

ზვიად ფხაკაძე ერთი მხრივ, ზედამხედველობდა გამოძიებას. შესაბამისად ზვიად ფხაკაძე ასევე პასუხისმგებელია იმ დარღვევებზე, რომელზეც კომისიამ ირაკლი ფიფიას პასუხისმგებლობა გამოკვეთა და პარალელურად ბატონი ფხაკაძე პასუხისმგებელია იმ ქმედებებზე, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლებრივი დევნის არ დაწყებას კონკრეტული ფიგურანტების მიმართ.

რაც შეეხება შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსს კახა სირაძეს, მის უფროსს იოსებ სიგუას და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს შალვა ბედოიძეს - ეს პირები არიან პასუხისმგებელნი იმ დარღვევებზე, რომელიც ფიქსირდება გამოძიების პროცესში ირაკლი ფიფიას მხრიდან, ვინაიდან სწორედ ისინი იყვნენ უწყებების ხელმძღვანელები,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრთა შეფასებით, იმ პირებმა, რომლებიც კომისიის გადაწყვეტილებით, პასუხისმგებელნი არიან ხორავას ქუჩის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე, თანამდებობები უნდა დატოვონ.

„კომისია მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ზემოთაღნიშნული მოხელეების ქმედებებში იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. რაც შეეხება ირაკლი ფიფიას და ზვიად ფხაკაძის ქმედებებს, მათ ქმედებებში დამატებით იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მტკიცებულების განადგურებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ნიშნები. ზვიად ფხაკაძის შემთხვევაში, ასევე დამატებით იკვეთება მოწმის ცრუ ჩვენებაზე დაყოლიების ნიშნები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა