განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულებს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეებს - შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ შ.ჰ.-მ - 52,7647 გრ., ხოლო ბ.მ.-მ - 83,2132 გრ. ,,ჰეროინი“ და თავიანთ სხეულში ინახავდნენ.

„გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შ.ჰ. და ბ.მ. სამართალდამცველებმა 2018 წლის 2 სექტემბერს სადახლოში დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას სხეულში აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“.

საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტმა შ.ჰ.-ს და ბ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) წარუდგინა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შ.ჰ.-სთვის და ბ.მ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა