ირაკლი კოვზანაძე - ეროვნული ბანკისთვის დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის შერჩევის პროცესი უკვე დავიწყეთ

ეროვნული ბანკის ანგარიშგების აუდიტის შესარჩევად დამოუკიდებელი აუდიტორების სია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა უკვე წარადგინა, - ამის შესახებ დეპუტატმა, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს დამოუკიდებელ აუდიტორთა შესარჩევი საკონკურსო კომისიის ფორმირებას. კონკურსში მონაწილეობას კი პარლამენტი მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. „დიდ ოთხეულს“ - Ernst & Young-ს, PricewaterhouseCoopers-ს, Deloitte Touche- Tohmatsu-სა და KPMG-ს სთავაზობს.

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დამოუკიდებელი აუდიტორი ეროვნული ბანკისთვის შემოდგომის ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ. პროცესი ახლავე უნდა დავიწყოთ, ამიტომ აუდიტორული კომპანიების სია უკვე წარმოვადგინეთ“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს