დავით ბაქრაძე - თუ ვინმეს მიაჩნია, რომ 28 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელიც დაჯდება კაბინეტში, მას შეუძლია არ მომცეს ხმა - არ ვაპირებ ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი

თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში 28 ოქტომბერს უნდა ავირჩიოთ ერთი ადამიანი, რომელიც შევა და დაჯდება კაბინეტში, იმ ადამიანს შეუძლია არ შეწუხდეს და არ მომცესხმა, რადგან მე არ ვაპირებ ვიყო კაბინეტის პრეზიდენტი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებთნ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს მოსახლეობასთან, იცოდეს მათი პრობლემები და ეძებდის მისი გადაჭრის გზებს.

„საქართველოს არ სჭირდება კაბინეტის პრეზიდენტი, საქართველოს სჭირდება პრეზდენტი, რომელიც იქნება ხალხთან ერთად, იქნება ხალხისთვის, ეცოდინება რა უჭირს ხალხს და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ხალხი იყოს უკეთ. ამის გაგებას კვანტური ფიზიკა კი არ სჭირდება, ხალხში სიარული სჭირდება, მოსმენა სჭირდება, გაჭირვების ნახვა სჭირდება, თვალი არ უნდა აარიდო გაჭირვებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო