იაპონიაში ტაიფუნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, 350 კი დაშავდა

ტაიფუნ „ჯების“ იაპონიაში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 350 კი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტაიფუნს მსხვერპლი მოჰყვა ოსაკას, სიგას და მიეს პრეფექტურებში. ყველაზე მეტი მსხვერპლი და დაშავებული ოსაკაშია, სადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 136 დაშავდა.

სამი ათასამდე ადამიანი ბლოკირებულია ოსაკას „კანსაის“ საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ხელოვნურ კუნძულზე მდებარეობს და გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხიდი ტანკერის ანძამ დააზიანა.

იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, „ჯები“ დაატყდა თავს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა