გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო „თელასის“ აბონენტების ნაწილს, დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I, II, IV კვარტლების, გია რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება კოჯრის გზატკეცილის, დადიანის, ბეთლემის, კრწანისის, ასათიანის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს. ამასთან, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის და ორთაჭალის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გალაკტიონ ტაბიძის, მაჩაბელის, გიგა ლორთქიფანიძის, ქიქოძის, იაშვილის, ათონელის, ინგოროყვას, ლეონიძის, ლერმონტოვის, ნიშნიანიძის, ამაღლების, დავითაშვილის, მუსხელიშვილის და მარო მაყაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. ამასთან, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის და მიტროფანე ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ასევე, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სოფიკო ჭიაურელის, თუმანიშვილის, ანანურის, ნიკოლაძის, შარაშიძის, მელიქიშვილის, შიო მღვიმელის, რჩეულიშვილის, საქანელას, ვერეს დაღმართის და სანაპიროს ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ დიდუბის რაიონის მცხოვრებლებსაც. კერძოდ, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის IV კვარტლის და ბელიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წავკისის მცხოვრებლებს.

ამასთან, გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, თიანეთის, გობრონიძის, ხიზაბავრის და ილია ვეკუას ქუჩების მცხოვრებლებს.

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ საბურთალოს რაიონის მცხოვრებთა ნაწილსაც. კერძოდ, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის გამზირისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მცხოვრებლებს.

გარდა ამისა, სამგორის რაიონში 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი 3-ის დასახლების IV მიკრორაიონის და ჯავახეთის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

როგორც „თელასის“ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათივე განცხადებით, აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს