მწერალი დიმიტრი კოსირევი - არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, მე იშვიათად ვეთანხმები რამეში დასავლურ სამყაროს

არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, მე იშვიათად ვეთანხმები რამეში დასავლურ სამყაროს - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვლადიმერ პუტინის ფონდის დაფინანსებით მიმდინარე მედიაფორუმის მონაწილე, მწერალმა დიმიტრი კოსირევმა სასტუმრო „ვერე პალასთან“ განუცხადა, სადაც ამ წუთებში აღნიშნული მედიაფორუმის პარალელურად სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია პერფორმანსი იმართება.

„საჭიროა მოლარაპაკებები, რაც ჩემი საქმე არაა. არ ვიცი, არის თუ არა საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. მე იშვიათად ვეთანხმები რამეში დასავლურ სამყაროს, ვინაიდან ბოლო დროს ის ძალიან ხშირად ცდება - მათ არ იციან რა არის აზია, რა არის სამხრეთ აზია, მათ დაკარგეს აფრიკა, დაშალეს საკუთარი ამერიკა - ამიტომ რთულია მათ დაეთანხმო. იმისთვის, რომ რაიმე საკითხზე საკუთარი აზრი ჩამოვაყალიბო, მე ამ საკითხის ხანგრძლივი შესწავლა მჭირდება. როდესაც რომელიმე საკითხს არ ვიცნობ, მასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი არ მაქვს“, - განაცხადა კოსირევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა