ბრიუსელში დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიხსნება

დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიხსნება. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიქეთევან ციხელაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გახსნის.

უწყების ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი მთლიანად კონფლიქტებს დაეთმობა.

მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემები კომისიის სხდომაზეც და ორმხრივი შეხვედრების დროსაც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება იქნება, მათ შორის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები და ხელოვნური ბარიკადებით დაყოფილ ადამიანებს შორის ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის საკითხი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა