ნიკი ჰეილი - ვაშინგტონი ირანში რეჟიმის შეცვლისკენ არ მიისწრაფის

ვაშინგტონი არ მიისწრაფის ირანში რეჟიმის შეცვლისკენ, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ. „ირანთან მიმართებაში ჩვენი სტრატეგია ძალიან მარტივია. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ მათი ქმედებების ნეგატიურ მხარეზე, ყურადღებას ვამახვილებთ ირანის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევებზე“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.

მისივე თქმით, „აშშ ირანელს ხალხს ეხმარება, რათა მათი ხმა მსოფლიომ გაიგოს“.

„ირანელ ხალხს სურს უკეთესად ცხოვრობდეს. ირანის ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებით ჩაგრავს ირანელ ხალხს და მათ საშუალებას არ აძლევს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა.

ნიკი ჰეილის განცხადებით, „აშშ აგრძელებს ირანელი ხალხის მხარდაჭერას“.

„საქმე არ ეხება რეჟიმის შეცვლას და იმას თუ ვინ იქნება შემდეგი ლიდერი. საქმე ეხება ირანელი ხალხის მხარდაჭერას“, - დასძინა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო