თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ არსებული პარკინგი გაუქმდა

დღეიდან, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობის წინ არსებული პარკინგი გაუქმდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივით, დედაქალაქის საკრებულომ მერიას მიმართა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საპარკინგე ადგილები საკრებულოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის გამოიყენებოდა და დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, მოძრაობის შეფერხებას იწვევდა. გარდა ამისა, ავტოსადგომი საკრებულოს ისტორიული შენობისა და თავად მოედნის ესთეტიურ სახეს ლახავდა.

“დარწმუნებული ვარ, თბილისელები აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიესალმებიან“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო