ქეთევან ციხელაშვილი - ქვეყანა ყურადღებით აკვირდება რუსული პროპაგანდისტული მედიის ვიზიტებს და კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად რეაგირებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქვეყანა ყურადღებით აკვირდება რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ვიზიტებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად რეაგირებს.

ასე გამოეხმაურა მინისტრი საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული კონფერენციის ჩატარებას, რომელსაც რუსი ჟურნალისტები და ექსპერტები ესწრებიან. ციხელაშვილის თქმით, კონკრეტულად აღნიშნულ კონფერენციაზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აუცილებლად დაინტერესდება.

„ის, რომ რუსეთი ცდილობს გამოიყენოს სხვადასხვა ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტი, ეს სიახლე არ არის, თუმცა არ მიმაჩნია, რომ ეს არის რაღაცა ძალიან ძლიერი საფრთხის შემცველი. კონკრეტულ ფორუმზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა დავინტერესდები აუცილებლად. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები და ახორციელებს ძალისმიერ პოლიტიკას, ამიტომ ძალიან ძნელია აქ პრორუსული სენტიმენტების გენერირება, არ ვგულისხმობ კონკრეტულ რეგიონებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვგულისხმობ, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ყველაზე კარგი ფორმულა პროპაგანდასთან გამკლავების, არის ყოველთვის ობიექტური ინფორმაციის გავრცელება. ამაზე კარგი ფორმულა არც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს არ მოუფიქრებიათ. სამწუხაროდ, რუსული პროპაგანდა არის ძალიან მძლავრად დაფინანსებული მანქანა, რომელმაც შეაღწია ყველა დემოკრატულ სახელმწიფოში. ჩვენ ამ საკითხზე არა მხოლოდ ვფიქრობთ, არამედ ვმუშაობთ, თუ როგორ შეიძლება ამ პროპაგანდასთან გამკლავება და იგეგმება აქტიური ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და იქ, სადაც არის კანონდარღვევა, ხდება შესაბამისი რეაგირებაც. ის ფაქტი, რომ 3 რუსი ჟურნალისტი საქართველომ არ შემოუშვა კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანა ყურადღებით აკვირდება რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ვიზიტებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისად რეაგირებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის სამი წევრი საქართველოში „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ კანონის დარღვევის გამო არ შემოუშვეს. მათივე ინფორმაციით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-11 მუხლის 1 პუნქტის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოში შემოსვლაზე უარი რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "იტარტასის" სამხედრო კორესპონდენტ ვიქტორ ლიტოვკინს, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ გენადი ბორდიუგოვსა და НТВ-ს ჟურნალისტ ალექსანდრ ტოკარევს ეთქვათ.

როგორც ცნობილია, თბილისში რუსეთის პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაკონფერენცია მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა