ქეთევან ციხელაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაზე ისაუბრებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაზე ისაუბრებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საუბარი შეეხება ასევე ხელისუფლების ახალ ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლითაც პარტნიორები თავად დაინტერესდნენ.

„ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მთლიანად ეძღვნება კონფლიქტის საკითხს, ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო ჩვენი პარტნიორების მხრიდან რუსეთის აგრესიიდან 10 წლის შემდგომ ამ კონტექსტში, განსაკუთრებით ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიმართ. მე ვაპირებ ყურადღება გავახვილო არსებულ პრობლემებზე, მათ შორის სწორედ ერთი წლის განმავლობაში დაგროვილ გამოწვევებზე, რომლებსაც სჭირდება ძალიან კონსოლიდირებული საერთაშორისო მხარდაჭერა, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ტატუნაშვილის წამებით მკვლელობა, ამ საქმეზე საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, ყოველდღიური დარღვევები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვგულისხმობ მოსახლეობის დაკავებებს, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემას და ა.შ. მნიშვნელოვანია, ჩვენი მხარდამჭერები იყვნენ ინფორმირებული და მხარდაჭერა გააგრძელონ ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. როგორც ნატო, ასევე მისი წევრი სახელმწიფოები მზად არიან მხარი დაუჭირონ ახალ სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელებას. სრულიად გაზიარებულია მისი ამოცანები“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიხსნება. სხდომას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიქეთევან ციხელაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გახსნის.

უწყების ინფორმაციით, სხდომაზე საუბარი მთლიანად კონფლიქტებს დაეთმობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო