არჩილ თალაკვაძე - გიორგი კანდელაკი ტელევიზიით ან მიმოწერით ცდილობს საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას - ეს არ გამოვა

ბატონი გიორგი კანდელაკი ტელევიზიით ან მიმოწერით ცდილობს საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშს და მის ინტერპრეტაციებს, რომელიც ქვეყანაში გავრცელდა.

თალაკვაძის თქმით, ევროპარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, „რუსთავი 2“-მა და ოპოზიციის ნაწილმა არასწორად გააშუქა და საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნულ ანგარიშში ცალსახად არის მოცემული პოზიტიური შეფასებები საქართველოს შესახებ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებთან მიმართებაში.

„დასკვნა, რომელიც გამოქვეყნდა, არის ცალსახად პოზიტიური საქართველოს შესახებ და კიდევ ერთხელ უნდა დაერქვას სახელი იმას, რასაც გიორგი კანდელაკი ამბობს, როცა გამოდის ხოლმე ტელევიზიით, ან მიმოწერით ცდილობს საქართველოს გზაზე შავი კატების გატარებას. ეს არ გამოვა. ის, რაც საქართველოში კეთდება, შეუმჩნეველი არ დარჩება. პროგრესი, რომელიც არის, არ დარჩება შეუმჩნეველი, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ყველას, და განსაკუთრებით ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, რომ როცა საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი და ისეთი პოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საჯარო ინტერესს შეესაბამება, მითუმეტეს მაშინ, როცა შავზე თეთრის და თეთრის შავის თქმის მცდელობა არის სახეზე. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ შეფასების პროცესში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა