ირმა ნადირაშვილი - ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა მისცეს საშუალება არჩევნებისთვის გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი

გადასადგმელია ნაბიჯები, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს თავისუფალი, არაძალადობრივი და რაც მთავარია, მთელმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა მისცეს საშუალება გამოიყენოს თავისი ადმინისტრაციული რესურსი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ოპოზიციამ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი ამომრჩეველი უნდა მიიყვანოს სარჩევნო ყუთთან, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰქონდეს საშუალება ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ფლობდეს.

„ქართული ოცნება“ ისედაც არის დომინანტურ პოზიციაში, მას აქვს ფინანსები, ის იყენებს ამომრჩევლის გადასახადებს იმისთვის, რომ თავისი რეკლამები ატრიალოს ტელევიზორში, სოციალურ ქსელში და ოპოზიციას, რომელიც იყო მოწადინებული, რომ თავისი რესურსებით თავისი მესიჯი მიეტანა ხალხამდე, მარეგულირებელმა კომისიამ ეს შესაძლებლობაც მოუსპო. ვფიქრობ, გადასადგმელია ნაბიჯები, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს თავისუფალი, არაძალადობრივი და რაც მთავარია, მთელმა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ აღარ უნდა მისცეს საშუალება გამოიყენოს თავისი ადმინისტრაციული რესურსი, გამოიყენოს გადასახადის გადამხდელების ფული და მთელი ოპოზიცია უნდა იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი ამომრჩეველი მიიყვანოს და „ქართულ ოცნებას“ აღარ ჰქონდეს საშუალება ფლობდეს ამ მნიშვნელოვან პრეზიდენტის ინსტიტუტს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა