იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მომავალში ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს

ეს იყო იაპონიის საგარეოს საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი საქართველოში, რომელიც ძალზედ ნაყოფიერი გახლდათ. ჩვენ 25 წელი დაგვჭირდა იმისათვის, რომ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი წვეოდა საქართველოს, მაგრამ მომავალში ეს ხშირად განმეორდება, ჩვენ უფრო ხშირად ვესტუმრებით საქართველოს და ჩვენ გვაქვს იმედი რომ საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივი ურთიერთობები ბევრად უფრო მჭიდრო გახდება. დიდი მადლობა ქართველი ხალხს გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისთვის. ამას ძალიან ვაფასებთ,“ - ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ საქართველოდან გამგზავრებისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეოს საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, იაპონიის პირველი დიპლომატის გაცილების ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორის აეროპორტში გაიმართა. ტარო კონო ქართველმა კოლეგამ, დავით ზალკალიანმა გააცილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა აღნიშნული ვიზიტი და მისი შედეგები. დავით ზალკალიანის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა მნიშვნელოვანი ინიციატივები საქართველოს ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და იაპონიასთან ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

„ეს ვიზიტი კიდევ უფრო ახალ იმპულსს მისცემს საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობებს და გადაიყვანს თვისობრივად ახალ დონეზე. გამომდინარე იქიდან რომ შეხვედრების შინაარსი იყო ძალიან დატვირთული განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ყველა ძირითადი საკითხი. მნიშვნელოვანია, რომ გაჟღერდა ახალი ინციატივები, კერძოდ საქართველოს მხრიდან გაჟღერდა ინიციატივა იმისა, რომ მას შემდეგ, რაც დასრულებული იქნება ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები და გაფორმდება შეთანხმება, არის შესაძლებლობა იმისა, რომ დავიწყოთ საუბარი თავისუფალ ვაჭრობაზე რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ისეთ ქვეყანასთან როგორიც არის იაპონია. აღსანიშნავია რომ იაპონური მხარე არის მოწადინებული, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა. მადლიერი ვართ იაპონური მხარის ახალი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობისთვის 343 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფაში,“ - განაცხადა დავით ზაკლკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იაპონიის მთავრობის ახალ “კავკასიის ინიციატივის“, რომელიც ასევე ვიზიტის ფარგლებში გაჟღერდა და მოიცავს ცალკეულ პროექტებს, რომლებიც ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეებისათის სავიზო პროცედურების მნიშვნელოვანი გამარტივება და ახალგაზრდა სპეციალისტებისათვის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომელსაც ქვეყანა წლების განმალობაში ავლენს საქართველოს მიმართ: „იაპონია იყო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიოს საერთაშორისო თანამეგობრობა დაეხმარა საქართველოს ეკონომიკის აღორძინების საქმეში. მაშინაც 200 მლნ. აშშ დოლარი იქნა გამოყოფილი იაპონიის მხრიდან. ეს თანამშრომლობა ეკონომიკური სფეროების გაღრმავების კუთხით მომავალშიც გაგრძელდება. შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული. ნაყოფიერი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვიზიტი საქართველო იაპონიის ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მეუღლესთან ერთად საქართველოში 4-5 სექტემბერს პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს