მამუკა მდინარაძე ეჭვობს, რომ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საერთო დოკუმენტზე ვერ შეჯერდება

თუ მხარეები შეჯერდებიან, მაშინ შეიძლება მივიდეთ კონსენსუსამდე, ამის რესურსი არის დარჩენილი, მაგრამ მათი პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც არის სუბიექტური, მიუთითებს იმაზე, რომ საერთო დოკუმენტზე ვერ შევჯერდებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მათ დასკვნაში არის რეკომენდაციები, რომლითაც გამოძიება საჭიროებს დახვეწას.

„ნაცვლად აბსოლუტურად პოლიტიკური დოკუმენტისა, რომელსაც არ ჰქონდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი და არგუმენტი, ჩვენ ვთავაზობთ კომისიას კენჭი უყაროს დასკვნას, რომელშიც მკაცრად არის გაწერილი იმ საგამოძიებო ხარვეზების შესახებ, რაც გამოძიების პროცესში სარალიძის საქმესთან დაკავშირებით იქნა დაშვებული, რამაც იქონია გავლენა მტკიცებულებების ხარისხზე. ასევე ვფიქრობთ, რომ გამოძიება საჭიროებს დახვეწას, მთელი რიგი საკანომდებლო ცვლილებები იქნება რეკომენდაციებით გათვალისწინებული. ეს ცვლილებები - საგამოძიებო ორგანოების მაღალი ეფექტიანობა მუშაობის პროცესში უზრუნველყოფს, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს, რომელიც გამოიკვეთა კომუნიკაციის მომენტში. არ მაქვს ილუზია, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები კენჭს უყრიან ამ დასკვნას, მაგრამ ვალდებული ვიყავით ჩვენი მოსაზრებები გადმოგვეცა,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ მოზარდების მკვლელობის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ დასკვნაზე კომენტირებისას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო