ბრიტანეთის პრემიერი - სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილები ГРУ-ს თანამშრომლები არიან

სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილები ГРУ-ს თანამშრომლები არიან, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

„ბრიტანული სპეცსამსახურების მონაცემებზე დაყრდნობით, ბრიტანეთის მთავრობას შეუძლია განაცხადოს, რომ პოლიციის მიერ დასახელებული ორი პირი ГРУ-ს თანამშრომლები არიან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

ტერეზა მეის თქმით, ГРУ არის ორგანიზაცია, რომელიც უმაღლესი დონის დისციპლინით გამოირჩევა და შესაბამისად, საუბარი არაა არასანქცირებულ ოპერაციაზე.

„აშკარაა, რომ ამ ოპერაციაზე თანხმობა რუსეთის სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე იყო გაცემული“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დიდი ბრიტანეთის პოლიციამ რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის ორი მოქალაქის ვინაობა დაასახელა.

„არსებობს საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ბრალი წავუყენოთ რუსეთის მოქალაქეებს, ალექსანდრე პეტროვს და რუსლან ბოშიროვს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, ეს ეჭვმიტანილების რეალური სახელები არ არის.

შეგახსენებთ, რომ ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს